"არა გაყალბებულ არჩევნებს" - მსოფლიო მასშტაბით ემიგრანტების პროტესტი გრძელდება
მიტაცებული არჩევნების წინააღმდეგ პროტესტი მსოფლიოს მასშტაბით გრძელდება. "მოვაშოროთ შავი ლაქა საქართველოს, არა რუსულ რეჟიმს" - ამ გზავნილით საპროტესტო აქციები ევროპის ქალაქებში, პრაქტიკულად, ყოველდღირუად იმართება. ემიგრაციაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ცესკოს ადმინისტრაციის გადადგომას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ქართველი ემიგრანტები გიცხადებთ სოლიდარობას. თქვენს გვერდშ ვართ, ვიბრძოლებთ აქაც რაც შეგვიძლია ემიგრანტებს. ვიქნებით თქვენს გვერდში ბოლომდე, გამარჯვებამდე, - განაცხადეს ემიგრანტებმა.