აქციის მონაწილეებს, ვინც ცესკოსთან ავტომობილით მივიდა, ჯარიმები გამოუწერეს

17.11.24 16:04
აქციის მონაწილეებს, ვინც ცესკოსთან ავტომობილით მივიდა, ჯარიმები გამოუწერეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების დაჯარიმება დაიწყო. "პირველებმა" გაარკვია, რომ ათამდე ადამიანს, ვინც გუშინ აქციაზე ცესკოსთან ავტომობილით მივიდა, 200 ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს. მოქალაქეეებს გომალაურის უწყება საავარიო სიტუაციის შექმნას ედავება. 

ახალგაზრდები აცხადებენ, რომ არ ეშინიათ. დევნის მიუხედავად, არჩევნების გაყალბებას ყველგან გააპროტესტებენ. "პირველებს" დაჯარიმებულები უყვებიან, რომ მათ პოლიცია აედევნა და ფინანსური სანქცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის დატოვების შემდეგ გამოუწერს.

როგორც მივხვდი, ძებნაში ვიყავი გამოცხადებული, იმიტომ, რომ დავტოვე თუ არა აქციის მიმდებარე ტერიტორია, სამმა თუ ოთხმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გამაჩერა და როგორც განმიმარტეს, თურმე გზაზე, რომელიც გადაკეთილი ჰქონდათ გადაკეთილი აქციის მონაწილეებს და პოლიციის თანამშრომლებს, ვქმნიდი საავარიო სიტუაციას. ანუ ჩემგან 20 მეტრის რადიუსში ფიზიკურად მანქანა ვერ მოძრაობდა და თურმე ამ მონაკვეთზე მე ვქმნიდი საავარიო სიტუაციას. რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდი. ის, რისთვისაც ჩენ ვიბრძვით არც 200 და არც 2 ათასი ლარი ღირს და დარწმუნებული ვარ, რომ ერთმანეთს გვერდში დავუდგებით და თუ საჭირო იქნება გავასაჩივრებთ და ამ ჯარიმებს ერთიანი ძალებისთ გადავიხდით, - ამბობს დაჯარიმებული აქტივისტი დავით ცინცაბაძე.