თბილისში, ერთ-ერთ ავტოფარეხში აფეთქება მოხდა - დაშავაბულია ერთი პირი
აფეთქება თბილისში - ისანში, მერვე ლეგიონში, ერთ-ერთ ავტოფარეხში, სავარაუდოდ, გაზმა გაჟონა. დაზიანებები ერთმა მოქალაქემ მიიღო. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ დაზიანებულია კორპუსის ფანჯრები და ეზოში გაჩერებული ავტომობილები.
ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს. ასევე გაიგეს დაშავებული მამაკაცის ხმა, რომელიც აღნიშნულ ავტოფარეხში ცხოვრობდა. ის დაზიანებების გამო შოკურ მდგომარეობაში იყო. ის სასწრაფო დახმარები ბრიგადამ კლინიკაში ცოტა ხნის წინ გადაიყვანა.
მოვედი სამსახურიდან, გავაჩერე მანქანა, ავედი სახლში და უნდა მესადილა. უცბად გავიგე, აფეთქდა რაღაცა. თავი მეგონა აფხაზეთში. რა მოხდა არ ვიცი. დაშავდა ავტოფარეხის მეპატრონე. შოკშია. ატრუსული ქვს თავზე, სასწრაფომ გადაიყვანა. არავინ იცის, გაზი იყო თუ რა იყო. მარტოხელა კაცი იყო, მანდ ცოვრობდა, - ამბობს ადგილობრივი.
ადგილზე ახლა სამაშველო სამსახური მუშაობს. ადგილზე ელოდებიან ექსპერტებსაც.