საპროტესტო აქციას სტუდენტები მსვლელობით შეუერთდებიან - წაიკითხავენ მანიფესტსაც

17.11.24 17:58
საპროტესტო აქციას სტუდენტები მსვლელობით შეუერთდებიან - წაიკითხავენ მანიფესტსაც

ახალგაზრდების მსვლელობა დღეს ერთდროულად ორი უნივერსიტეტიდან - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თსუ-დან დაიწყება. პირველი გაჩერება რუსთაველის მეტრო იქნება, სადაც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გაერთიანდებიან და ერთად მივლენ პარლამენტთან. წინასწარი ინფორმაციით, აქციაზე ახალაგზრდები წაიკითხავენ მანიფესტსაც. სტუდენტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მათ პროტესტს შემოუერთდნენ. 


ვიკრიბებით თსუ-თან თსუ-ს სტუდენტები. ასევე შმეოგვიერთდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და დავიძრებით, შევხვდებით რუსთაველზე და შემდეგ წავალთ ყველანი პარლამენტისკენ. ასევე ჩვენ მანიფესტს გავაჟღერებთ, სადაც არის სხვადასხვა გეგმა და მოწოდება, - ამბობენ ახალგზრდები. 
 

ილიაუნთან სამზადისი პროტესტი უკვე დაიწყო. ახალგაზრდები სასწვალებელთან უკვე იკრიბებიან. 

ვიკრიბებით ილიანუნის წინ ჯერჯერობით ილიაუნის სტუდენტები, შემდეგ შევუერთდებით თსუ-ს და შემდეგომა მსვლელობით შევუერთდებით სხვა უნივერსიტეტს. აქციაზე ვერაინედებით სხვადასხვა უნივერსიტეტი და ერთიანი მსვლელობით მივალთ მასშტაბურ აქციაზე, - ამბობენ სტუდენტები.  

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათში მოვლენების ეპიცენტრი დედაქალაქის ცენტრალური გამზირი კიდევ ერთხელ გახდება. "უთხარი არა გაყალბებულ არჩევნებს და დაიბრუნე შენი ხმა!" - ამ შინაარსის საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება.

აქცია სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმის" ორგანიზებულია.