ტრანსგენდერი ქალის დაჭრის ფაქტზე 21 წლის კაცი დააკავეს

27.08.21 17:23
ტრანსგენდერი ქალის დაჭრის ფაქტზე 21 წლის კაცი დააკავეს

პოლიციამ თბილისში გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 21 წლის დააკავა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას, ქვეითად მყოფ ტრანსგენდერ ქალს - 1993 წელს დაბადებულ ჯ.ც.-ს, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, პნევმატური იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა და მიიმალა"- აცხადებენ შს სამინისტროში. 

ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - პნევმატური პისტოლეტი.

გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო.