შეკრება დაწყებულია - მოქალაქეები მსვლელობისთვის ემზადებიან
თბილისის სხვადასხვა ლოკაციებიდან მოქალაქეები რუსთაველის გამზირისკენ რამდენიმე წუთში დაიძრებიან. საპროტესტო აქციაზე, რომელიც პარლამენტთან დაანონსებული, სიტყვით გამოსვლები ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება.
დედაქალაქის მთავარი გამზირისკენ უკვე დაიძრნენ თსუ-ს სტუდენტებიც. წუთი წუთზე მსვლელობას დაიწყებს "ძლიერი საქართველოც", რომელიც ამ დროისათის მხარდამჭერებს მარჯანიშვილის მოედანზე ელოდება.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერები და მათი მხარდამჭერები კი ამ წუთებში ვაკის პარკთან იკრიბებიან, რომლებიც პარლამენტთან დაანონსებულ აქციას ასევე მსვლელობით შეუერთდებიან.
ყველა თანხმდება, რომ ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევნები წაართვა და ამასთან შეგუებას არ აპირებენ.