საპროტესტო მსვლელობა დაიწყო - მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციებიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან
საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. თბილისის სხვადასხვა ლოკაციებიდან პროდასავლური ოპოზიცია და მათი მხარდაჭერები რუსთაველის გამზირისკენ უკვე დაიძრნენ. დედაქალაქის მთავარი გამზირისკენ მარშით მიემართებიან სტუდენტებიც. პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლები ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება.
დღევანდელი საპროტესტო აქცია ორგანიზაცია "ჩემი ხმის" მიერ არის დაანონსებული. ადგილობრივი დამკვირვებლები მოქალაქეებს იმ დარღევევების შესახებ მოუყვებიან, რომელიც საარჩევნო უბნებზე საკუთარი თვალით ნახეს. მათი თქმით, აქვთ დარღვევების ვიდეომტკიცებულებებიც.
პროდასავლური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები თანხმდებიან, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ივანიშვილის ხელისუფლებამ მოიპარა და ამიტომ, ბრძოლის გარდა სხვა გზა აღარ დარჩათ.