"დაიბრუნე ხმა" - პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო
თეთრი ბანერები შავი ლაქებით - რუსთაველის გამზირზე აქცია დაიწყო. ხალხი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს. არაღიარებული პარლამენტიის შენობასთან მიტანილია არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ქუჩაში დგანან ცოცხალი მოწმეები, ვინც ხმების მიტაცება საკუთარი თვალით ნახა. „მე ვნახე გაყალბება“ - ეს სიტყვები აწერია პლაკატებს, რომელიც მოქალაქეებს ხელში უჭირავთ. აქციის მონაწილეები ივანიშვილის ხელისუფლებას ახალი არჩევნების დანიშვნას სთხოვენ.
აქცია სიტყვით რატი ამაღლობელმა გახსნა.
ჩვენ ამ გაყალბებულ არჩევნებზე ვამბობთ არას. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ხმა, უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. ამ ძნელბედობის ჟამს ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკული ზროვნება, კითხვების დასმა, მაგრამ ყველაზე მნიშნელოვანია დღეს ერთმანეთის გამხნევება, ვისაც იმედი აქვს, ვისაც ძალა აქვს, უნდა გაამხნევოს ყველა. ჩვენ გვყავს ერთმანეთი. ჩვენ ხართ ამ ქვეყნის სინდისი, რომლებიც ამ რთულ დროს, გამოდიხართ და დგახართ და აჩვენებთ, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის სინდისი.
ვიწყებთ ამ გაყალების ისტორიით! სიყალბეზე გამარჯვება იწყება მხილებით!, - განაცხადა რატი ამაღლობელმა სიტყვით გამოსვლის დროს.
უკვე რამდნეიმე წუთში სცენას დამკვრივებლები დაიკავებენ, რომლებიც მოქალაქებს ყველა იმ დარღვევის შესახებ მოუყვებიან, რომლებიც საარჩევნო უბნებზე საკუთარი თვალით ნახეს.
აქ შეკრებილები არიან ის ადამიანები, რომლებიც წარდგებიან საზოგადოების წინაშე, რომლებიც იყვნენ საარჩევნო უბნებზე, აგროვებდნენ საარჩევნო დარღვევებს, რომლებიც გადმოგვცემდნენ ჩვენ ამ ინფორმაციას. ზუსტად ამ ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ ვთქვით, რომ არჩევნები გაყალბდა. დღეს ხლეისუფლებას აქვს მიზანი, რომ ჩვენ დავიღალოთ, რომ ჩვენ არ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის მოვალისთვის. უნდა ვანახოთ, რომ ამას არასდროს შევურიგდებით, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური.
რა ხდება რუსთაველიზ გამზირზე ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.