ვარაზისხევზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა
ვარაზისხევში საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. პოლიციას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ადგილიდან გაჰყავს. მოძრაობა აეკრძალათ მსუქუბ ავტომობილებსაც. აქციის მონაწილეების ნაწილმა, რომელიც უკვე იქ იმყოფება, ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.
ჩვენ ვაპროტესტებთ მოპარულ არჩევნებს, რომელიც გაგრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში, ჩვენ არ დავუთმობთ ამ ქვეყანას რუსეთის მონა მთავრობას, აუცილებლად გავიმარჯვებთ!, - ამბობენ პროტესტის მონაწილეები.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერებმა უწყვეტი აქცია უკვე დააანონსეს. ჭავჭავაძე, რუსთაველი, ვარაზიხევი - ეს ის სამი ლოკაციაა, რომელიც გადაიკეტება.