დაუმორჩილებლობის აქცია თბილისში - ევროპული მომავლის მცველებმა მთელი ღამე ქუჩაში გაათენეს

18.11.24 11:08
დაუმორჩილებლობის აქცია თბილისში - ევროპული მომავლის მცველებმა მთელი ღამე ქუჩაში გაათენეს

დაუმორჩილებლობის აქცია თბილისში - თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა უკვე 15 საათია, გადაკეტილია. ევროპული მომავლის მცველებმა მთელი ღამე ქუჩაში გაათენეს. ჭავჭავაძის გამზირზე ახლა ოცზე მეტი კარავია გაშლილი.

"სამშობლო და არჩევანის თავისუფლება უნდა დავიბრუნოთ"  - ეს არის მთავარი გზავნილი საპროტესტო აქციიდან. პროტესტის გამო სწავლა შეწყვეტილია სახელმწიფო უნივერსიტეტში, საავტობომობილო გზები კი აჭრელებულია წარწერებით - “გაიფიცე““აჯანყდი“.

მნიშვნელოვანი დღეებია, “ქართული ოცნება“ - ეს ბანდიტური ორგანიზაცია, გაურკვევლობაშია, გვიყურებს ჩვენ. ქართველი ხალხის არ აძლევს ლეგიტიმაციას ივანიშვილს და ამ ეფესბეს ბანდას, რომელმაც მოგვპარა არჩვენები. ეს პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ დაინიშნება, ახალი არჩევნები“, - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.