მე გავათენე, ახლა ბებია ჩამანაცვლებს, მე წავალ და ცოტა ხნით დავისვენებ - აქციის მონაწილე
დაუმორჩილებლობის აქცია თბილისში - თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა უკვე 15 საათია, გადაკეტილია. ევროპული მომავლის მცველებმა მთელი ღამე ქუჩაში გაათენეს. ნაწილი ახლა უერთდება მათ, ნაწილი კი დასასვნებლად მიდის.
როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, მან ღამე ქუჩაში გაათენა, ახლა კი ბებია მივიდა, რომელიც შვილიშვილს ცოტა ხნით ჩაანაცვლებს.
“მე გავათენე, ახლა ბებია ჩამანაცვლებს, მე წავალ და ცოტა ხნით დავისვენებ“, - უთხრა “ტვ პირველს“ მან.
მე გავათენე, ახლა ბებია ჩამანაცვლებს, მე წავალ და ცოტა ხნით დავისვენებ. მე აქ იმიტომ ვარ, რომ ქვეყნსი სადავეებთან არაინა დამიანები, რომლებიც არიან შეუფერებელნი, კორუმპირებულები. ეს ადამიანები არ წყვეტენ ამ ქვეყნის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, არიან პროპაგანდისტები და მტრის მხარეს. იმდენად შევეჩვიეთ, რომ კონსტიტუციას ყოველდრე გვახევენ თავზე, თითქოს, იმუნიტეტი გამოვიმუშვეთ, თუმცა ეს უმძიმესი პრობლემააა და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც ვდგავართ ახლა“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.