“ჩვენ თუ არ ვიბრძოლეთ ქვეყნისთვის, სხვა ამას ვერ გააკეთებს“ - პაატა ბურჭულაძე
დაუმორჩილებლობის აქცია თბილისში - ქუჩაში სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან გამოსულნი და ამბობენ, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს, ამიტომ თითოეული ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ ქვეყნის გადარჩენაში საკუთარი როლი შეასრულოს.
მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ყველამ მაქსიმუმი უნდა შეძლოს, გამოვიდეს გარეთ და გააპროტესტოს.
“ჩვენ თუ არ ვიბრძოლეთ ქვეყნისთვის, სხვა ამას ვერ გააკეთებს“, - ამბობს ბურჭულაძე.
ავად ვარ, ვერ გამოვიდოდი, მაგრამ მაინც შემოვუერთდი ამ აქციას. არ შემიძლია, როგორ უნდა გაგიძლოს გულმა, როცა იცი, რომ შენი ქვეყნის მომავალი წყდება და ხალხი ცდილობს, დაუბრუნოს თავისუფლება. ამიტომაც, ყველამ მაქსიმუმი უნდა შევძლოთ, გამოვიდეთ გარეთ და გავაპროტესტოთ, ჩვენ თუ არ ვიბრძოლეთ ქვეყნისთვის, სხვა ამას ვერ გააკეთებს. ყველანი აქციაზე“,- განაცხადა ბურჭულაძე.
“ეს არის ხანგრძლივი მოვლენა და არ გავჩერდებით“ - ამბობს მხატვარი, გია ბუღაძე და გამარჯვების მთავარ იარაღად “მოულოდნელობის ეფექტს მიიჩნევს“.
ამ აქციას აქვს დიდი ძალა და მოულოდნელობის ეფექტი აქვს, თუ კი რამით შეიძლება აჯობოს “ეფესბეს“ და “კაგებეს“ გეგმებს, სწორედ, მოულოდნელობაა. ეს აჩვენეს ჩვენმა პოლიტკოსებმა და ამით გაიხსნა ახალი ეროვნული მოძრაობა. ეს არის ხანგრძლივი მოვლენა და არ გავჩერდებით“,- განაცხადა გია ბუღაძემ.