"დაშინების მცდელობაა, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ!" - გიორგი ლიფონავა თავისუფალია

18.11.24 13:58
"დაშინების მცდელობაა, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ!" - გიორგი ლიფონავა თავისუფალია

გიორგი ლიფონავა თავისუფალია. დიღმის მთავარი სამმართველოს შენობა რეჟისორმა  რამდენიმე წუთის წინ დატოვა. 

"ფორმულას" დამფუძნებელი მისი დაკავების მომენტს იხსენებს და ყვება, რომ აქციაზე, რომელიც ცესკოს მიმდებარედ იმართებოდა, მის მეგობარს აკავებდნენ, რა დროსაც ის სამართალდამცველებთან მივიდა და დაკავების მიზეზი ჰკითხა. რეჟისორის თქმით, სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა მისი დაკავებაც.

ლიფონავა მომხდარს დაშინების მცდელობად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ბრძოლა გრძელდება და აქციებზე დგომას განაგრძობს.

განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდებათ ამათ რომ დაგიჭირონ როცა აქციაზე ხარ. შეშინების მცდელობა არის, მაგრამ ამით ვერავის შეაშინებენ, რა თქმა უნდა. აქციაზე ვიდგები, ბრძოლა გრძელდება, - ამბომბს გიორგი ლიფონავა.

დაშინების მცდელობაზე საუბრობს ლიფონავას ადვოკატიც. 

48 საათის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კეთილი ინება და გამოუშვა უკანონო პატიმრები. ეს ადამიანები უკანონოდ ჰყავდათ დაკავებულები. ყველამ ნახა და საზოგადოება ყოველთვის ნახულობს, რომ ამ ადამიანებს სამოქალაქო პირებს, თავისუფალ ადამიანებს აკავებენ უკანონოდ და ეს არის პოლიტიკური განაჩენი, პოლიტიკურად აკავებენ, ამიტომაც სამართლებრივ ნაწილში ჩემი შესვლა ძალიან რთულია და გამიჭირდება, მაგრამ პირველ რიგში, იმას მაინც ვიტყვი, რომ არ არსებობს არავითარი მტკიცებულება. ეს ადამიანები ყოველთვის იცავენ მტკიცებულებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ყოვეთვის იქცევა, როგორც კრიმინალი. პოლიტიკურად, როგორც მიზანშეწონილად ჩათვლიან, ისე ჩანიშნავენ სასამართლო პროცესს. აქედან გამომდინარე, ერთგვაროვანი პრაქტიკა არ არსებობს კლანი სასამართლოში როდის გაიმართება აღნიშნული პროცესი, - ამბობს ინტერესების დამცველი ლაშა ტყეშელაძე. 

ლიფონავასთან ერთად ცესკოსთან გამართულ აქციაზე პოლიციამ კიდევ ორი სამქოალაქო აქტივისტი დააკავა. ბექა კახიძეს და ვანო გომურაშვილს პატიმრობაში ყოფნის 48 საათიანი ვადა სწორედ ახლა ეწურებათ. ისინიც განყოფილებას რამდენიმე წუთში დატოვებენ.