ყაჩაღობა დაბა ჩოხატაურში - დაკავებულია 22 წლის ბიჭი

28.08.21 10:45
ყაჩაღობა დაბა ჩოხატაურში - დაკავებულია 22 წლის ბიჭი

ყაჩაღობა დაბა ჩოხატაურში - პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, 25 აგვისტოს, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ავტოგასამართ სადგურს ყაჩაღურად თავს დაესხა, იარაღის მუქარით ოპერატორს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ყაჩაღობის შედეგად მოპოვებული ფულის ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი - პნევმატური პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მუქარის გამოყენებით ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.