“ჩავენაცვლებით ერთმანეთს, ვეცდებით, ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენი ბრძოლა“ - თბილისში საზოგადოების პროტესტი არ წყდება
თბილისში პროტესტი არ წყდება - ამ დრომდე პარალიზებულია დედაქალაქის ცენტრალური უბანი. აქციაზე მისული მოქალაქები “პირველებს“ ეუბნებიან, რომ დღეს ქვეყნის სამსახურში დგომა მათი ვალდებულება.
მსახიობი, ეკა ნიჟარაძე დარწმუნებულია, რომ ხალხი მოემატება, ერთმანეთს ჩაენაცვლებიან და ბრძოლას მიიყვანენ ბოლომდე.
ეს პროტესტი უმნიშვნელოვანესია, გამიხარდა, რადაგან ეს იყო უწყვეტი პროტესტი რაღაცა დაიგეგმა და ხალხის რაოდენობამაც არ შეაყოვნა. დარწმუნებული ვარ ხალხი მოემატება, ხან ისე იქნება, ხან ასე, ჩავენაცვლებით ერთმანეთს, ვეცდებით, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენი ბრძოლა“- ამბობს ეკა ნიჟარაძე.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ მოქალაქეთა პროტესტი აბსოლუტურად ლეგიტიმურია, რადგან არჩევნების დარღვევის უამრავი მტკიცებულება არსებობს.
მოქალაქეთა პროტესტი, ჩვენი პროტესტი აბსულიტურად ლეგიტიმურია, იმიტო რომ ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები არის მანიპულირებული. სულ ცოტა დარღვეულია ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი. სამწუხაროდ, ამას ვერ ხედავს სასამართლო, ამას ვერ ხედავს ცენტრალური საარჩევნო კომისია, მაგრამ სამაგიეროდ ვხედავთ ჩვენ, მოქალაქეები და სწორედ ამიტომ ვდგავართ აქ, რუსთაველზე და ნებისმიერ სხვა ადგილას სადაც ვაფიქსირებთ ჩვენ პროტესტს ამ ყველაფრის წინააღმდეგ“, - ამბობს ვახუშტი მენაბდე.
“სადაც დისციპლინაა იქ გამარჯვების შესაძლებლობა გაცილებით მატულობს“ - ამბობს ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი და მიიჩნევს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ “ადამიანებმა ერთმანეთის ენერგია და რესურსი დაზოგონ.“
ნებისმიერ საკითხში გამარჯვების მთავარი განმსაზღვრელი არის დისციპლინა. სადაც დისციპლინაა იქ გამარჯვების შესაძლებლობა გაცილებით მატულობს და ახლა სწორედ ამის განმსაზღვრელი არის ეს ჩანაცვლება იმიტო რომ ჩვენ, ადამიანებმა ერთმანეთის ენერგია და რესურსი დავზოგოთ. მე დილის 7 საათიანი ვარ, ვიღაცები ღამით წავიდნენ, ვიღაცები 6-7 ზე მოვლენ. მოკლედ, მნიშვნელოვანია ეს პროცესი“, - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა 19:00 საათზე ყველას თსუ-სთან აქციაზე მისვლისკენ მოუდოდეს. მათი თქმით, სამომავლო გეგმების შესახებ, სწორედ 19:00 საათზე გახდება ცნობილი.