არ უნდა ჩავაქროთ ეს კოცონი, აქ ვდგავართ იმიტომ, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფალი ხმა - დათა თავაძე
რეჟისორი დათა თავაძე მიიჩნევს, რომ აქციაზე დგომა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ საზოგადოებამ თავისუფალი ხმა დაიცვას, რადგან არაა გამორიცხული ეს იყოს ბოლო თავისუფალი ხმა, რომელიც ისმის ქვეყანაში.
“ჩვენ აქ ვდგავართ თავისუფალი ხმის დასაცავად“- ამბობს რეჟისორი და აცხადებს, რომ მოქმედება გრძელდება და უნდა გაგრძელდეს.
ჩვენ არ უნდა ჩავაქროთ ეს კოცონი, პირდაპირი და გადატანილი მნიშვნელობით, ჩვენ ვიკრიბებით, ვიზრდებით რაოდენობრივად. ჩვენ აქ ვდგავართ იმიტომ, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფალი ხმა. ეს ხმა შესაძლებელია იყოს ბოლო ხმა თავისუფლების, რომელიც ისმის ამ ქვეყნაში, ისეთ მომავალს გვპირდება ეს უზურპატორი ხელისუფლება. ჩვენ აქ ვდგავართ თავისუფალი ხმის დასაცავად. მე ვფიქრობ, შეუძლებელია ხალხის ხმა ივანიშვილმა ვერ გაიგოს, თუ არ გესმის, ეს არჩევნია. საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, არავის უნდა შეეშალოს, ეს არაა რუსული სააზოგადოება, რომელსაც შეეშინდება, გაჩუმდება, საქართველოს წინააღმდეგობის დიდი ისტორია აქვს, დამოუკიდებლობის 35 წელი არის ისტორია აქციების, წინააღმდეგობის, სხვადასხვა ფორმით თანადგომის და რაც მთავარია აგურ-აგურ შენების, იმ მომავლის, რომლის წართმევასაც ცდილობს ეს ხელისუფლება. მოქმედება გრძელდება და უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა თავაძემ.