ხელვაჩაურის სპორტსკოლის დირექტორმა მოქალაქეს შეაფურთხა და აგინა

18.11.24 16:46
ხელვაჩაურის სპორტსკოლის დირექტორმა მოქალაქეს შეაფურთხა და აგინა

 

 

ხელვაჩაურის სპორტსკოლის დირექტორმა, თადეოზ ბოლქვაძემ მოქალაქეს ჯერ შეაფურთხა, შემდეგ კი აგინა.

ინციდენტი კულტურის ცენტრის შენობაში მაშინ მოხდა, როცა ხელვაჩაურის 2025 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა მიმდინარეობდა.

ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას ტვ 25 ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქეებს სხდომაზე დასწრება და საკუთარი პრობლემებისა და მოსაზრებების დეპუტატებისთვის გაზიარება სურდათ, თუმცა, მათ ამის საშუალება არ მისცეს და პროტესტის საპასუხოდ, შეურაცხყოფა მიიღეს.