“გურჯაანიდან სამშობლოს მცველებს ხილი ჩამოვუტანე“ - აქციას ხალხი რეგიონებიდანაც უერთდებიან
დაუმორჩილებლობის აქციას სახელმწიფო უნივერისტეტთან ხალხი რეგიონებიდანაც უერთდება.
მათ საკუთარი ბაღებიდან ხილი და ტკბილეულობა ჩამოაქვთ და აქციის მონაწილეებს უმასპინძლდებიან.
“ხილი ჩამოვუტანე, რომ ჩაიტკბარუნონ პირი“, - ამბობს ერთ-ერთი მათგანი, რომელიც აქციას გურჯაანიდან შემოუერთდა.
გურჯაანიდან სამშობლოს მცველებს ხილი ჩამოვუტანე, რომ ჩაიტკბარუნონ პირი. მე ადრე ალუჩაც ჩამოვიტანე, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე, დაკავებულიც ვიყავი, ივანიშვილის ხელის ბიჭმა, მოსამართლემ დამაჯარიმა, თუმცა ვერანაირი ჯარიმები ვერ შემაშინებს. ჩემი აზრიტ, ყველა პარტიოტი უნდა იდგეს აქ, იცავდეს სამშობლოს, რომ ხვალ რუსეთში არ ვიცხოვროთ“, - ამბობს ის.