სალომე ზურაბიშვილმა 3 მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 3 მსჯავრდებული შეიწყალა.
"საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მორიგი შეწყალების აქტი გამოსცა და 3 მსჯავრდებული შეიწყალა, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას დღეს, 28 აგვისტოს დატოვებენ," - ნათქვაჯია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.