საერთო სტუდენტურ პროტესტს ზუგდიდელი სტუდენტები უერთდებიან - ახალგაზრდები ღამეს უნივერსიტეტის შენობაში გაათევენ

18.11.24 18:34
საერთო სტუდენტურ პროტესტს ზუგდიდელი სტუდენტები უერთდებიან - ახალგაზრდები ღამეს  უნივერსიტეტის შენობაში გაათევენ

საერთო სტუდენტურ პროტესტს ზუგდიდის, შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. 

მოპარული არჩევნების გასაპროტესტებლად ახალგაზრდები ღამეს, უნივერსიტეტის შენობაში გაათევენ.

ზუგდიდელი სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ სხვა სტუდენტებს და ასევე მოუწოდებენ ყველას, რომ შეუერთდნენ საპროტესტო ტალღას.