იოსელიანის განცხადებების გამო, გია კაკაჩია ომბუდსმენთან არსებულ საბჭოს ტოვებს

18.11.24 23:12
იოსელიანის განცხადებების გამო, გია კაკაჩია ომბუდსმენთან არსებულ საბჭოს ტოვებს

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირების უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვის და იმპლემენტაციის საბჭოს წევრი, გია კაკაჩია უწყებას ტოვებს.

გია კაკაჩია მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად ლევან იოსელიანის ბოლოდროინდელ განცხადებებს ასახელებს. 

ვთვლი, რომ სახალხო დამცველის ბოლო განცხადებები, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა უფლებების მასიურად დარღვევასთან და თანმდევ პროცესებთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება სახალხო დამცველის მანდატს, ახდენს ინსტიტუტის დაკნინებას და ხელს უშლის შშმ პირების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეფექტური და სრულყოფილი მონაწილეობის უზრუნველყოფას.

მიმაჩნია, რომ ხსენებულ ინსტიტუტთან თანამშრომლობა ამ სახალხო დამცველის დროს, რომელიც არ ასახავს მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესებს, ჩემი მხრიდან მიუღებელი და მიზანშეუწონილია“, – წერს იგი.