უსულო, უბედურ სისტემას სიცოცხლე უპირისპირდება - თავართქილაძე
"უსულო, უბედურ სისტემას სიცოცხლე უპირისპირდება" - ამის შესახებ კინორეჟისორმა, გიორგი თავართქილაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
კინორეჟისორი დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხის ნება აუცილებლად აღსრულდება.
დადგა ასეთი მოცემულობა, რომ ჩვენ უსულო, უბედურ სისტემას უპირდაპირდება სიცოცხლე. სიცოცხლე არის ხალხი, კეთილგონიერება არის ხალხში და ნება არის ხალში, რომ განვითარდეს. განვითარება არის შეუქცევადი პროცესი, კაცობრიობის ისტორია სულ ომია, სულ კაცთა კვლა არის და სულ ის არის, რაც ეხლა ხდება საქართველოში, მაგრამ მაინც ხომ ვითარდებით", - ამბობს გიორგი თავართქილაძე.