"ხარება" ჭავჭავაძის გამზირზე აქციის წმენდას მანქანიდან აკვირდება
"ხარება" ჭავჭავაძის გამზირზეა გამაგრებული - გდდ-ს შეფი მანქანიდან აკვირდება, როგორ ახდენენ სამართალდამცველები ადგილზე წმენდას.
უნივერსიტეტის მიმდებარედ სამართალდამცველების უპრეცედენტო მობილიზებაა- ადგილზე იმყოფებიან რობოკოპები და გდდ-ს წარმომადგენლები.
ჭავჭავაძის გამზირზეა წყლის ჭავლის და სახანძრო-სამაშველო მანქანებიც.
აქციის ადგილას მიიყვანეს ევაკუატორებიც - თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიიდან გაჰყავთ აქციის მონაწილეების სამარშრუტო ტაქსები.