"მე არავისი არ მეშინია" - "ხარება" ჭავჭავაძის ერთ-ერთ კაფეშია გამაგრებული

19.11.24 07:48
"მე არავისი არ მეშინია" - "ხარება" ჭავჭავაძის ერთ-ერთ კაფეშია გამაგრებული

გდდ-ს უფროსი ზვიად ხარაზიშვილი "ტვ პირველის" კითხვებს არ პასუხობს - "ხარებამ" ავტომობილიდან ჭავჭავაძეზე არსებულ კაფეში გადაინაცვლა და ჟურნლისტ, მარიამ გაფრინდაშვილს მხოლოდ ის უთხრა, რომ ადგილზე ოპერაციას ატარებს. 

რატომ იმალება ზვიად ხარაზიშვილი და ეშინია თუ არა მას გამოჩენის, "ტვ პირველის" ჟურნალისტს უპასუხა, რომ "მას არავის არ ეშინია". 

მე არავისი არ მეშინია - ამბობს "ხარება".

თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის, სრულად სამართალდამცავებს უკავიათ. საპოლიციო ძალები, მათ შორის სპეცრაზმი განთავსებულია, როგორც ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისში, ისე ვარაზისხევზე, კეკელიძის ქუჩასა და მელიქიშვილის გამზირზე.