მელიქიშვილის გამზირზე პოლიციამ დაკავებები დაიწყო

19.11.24 08:24
მელიქიშვილის გამზირზე პოლიციამ დაკავებები დაიწყო

მელიქიშვილის გამზირზე პოლიციამ დაკავებები დაიწყო - ამ წუთებში, ადგილზე ფიზიკური დაპირისპირებაა.

"პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია როგორც აქციის მონაწილეები, ასევე  "მთავარი არხის" ოპერატორი სერგი ბარამიძე.

ამ წუთებში ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომლების დემონსტრანტების მანქანაში ჩატენვას ცდილობენ. აგრესიული სამართალდამცველები უპირისპირებიან პოლიტიკოსებსაც, დაპირისპირება იყო ნიკა მელიასთან. არსებული ინფორმაციით, გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. ადგილზე ასევე ნაცემია რამდენიმე ადამიანი.