როგორ ცდილობდა ლაშა სალუქვაძე ნიკა მელიას დაკავებას (ვიდეო)
რამდენიმე წუთის წინ, დაპირისპირება იყო ჭავჭავაძის გამზირზე - "პირველების" მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობდა პოლიციის მაღალჩინოსანი ლაშა სალუქვაძე კოალიცია "ცვლილების" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ თსუ-სთან საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა - სამართალდამცველებმა რამდენიმე მომიტინგე დააკავეს.