აქ დგომა არის პრივილეგია, ვიბრძოლებთ ბოლომდე - გიორგი ქადაგიძე

19.11.24 11:08
აქ დგომა არის პრივილეგია, ვიბრძოლებთ ბოლომდე - გიორგი ქადაგიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი დირექტორი გიორგი ქადაგიძე აქციაზე დგას და ეამაყება რომ, რომ რუსიფიკაციის წინააღმდეგ იბრძვის. 

აქ ყოფნა არის პრივილეგია - ამბობს ქადაგიძე და აცხადეს, რომ "ბრძოლა იქნება ბოლომდე". 

ჩვენ აქ ვდგავართ რუსიფიკაციის წინააღმდეგ. იმისთვის ვდგავართ აქ, რომ ქართული პასპორტი აგხდეს ევროკავშირის პასპორტი. ეს ბრძოლაა არის პრივილეგია და ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. რაც შეეხება ამათ ქმედებებს, ეს არის კლასიკა, თუ გადავახვევთ რა ხდებოდა 15 წლის წინ რუსეთსა და ბელორუსში, ზუსტად იგივე პროცესებს ჰქონდა ადგილი. შეუძლეებლია აქ დავმარცხდეთ, აქ დგომა ჩვენთვის არის პრივილეგია. ", - ამბობს გიორგი ქადაგიძე. 

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ თსუ-სთან საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა - სამართალდამცველებმა რამდენიმე მომიტინგე დააკავეს.