რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა

28.08.21 12:58
რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში ოკუპირებული გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოსული ადამიანი გარდაიცვალა.

რუხის კლინიკაში ამ ეტაპზე 186 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, 45 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

სამეგრელოს მასშტაბით არსებულ 6 კოვიდცენტრში ჯამში 446 ადამიანი მკურნალობს. კარანტინში 17 პირი რჩება. 

სამეგრელოში დღეს კორონავირუსი  283-მა დაამარცხა.