გომელაურო, რა დედამ გაგზარდა?! - მოქალაქემ სამართალდამცველებს პოლიციის ფიცი წაუკითხა

19.11.24 11:11
გომელაურო, რა დედამ გაგზარდა?! - მოქალაქემ სამართალდამცველებს პოლიციის ფიცი წაუკითხა

 

მოქალაქემ ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებს პოლიციის ფიცი წაუკითხა. აქციის მონაწილემ შს მინისტრსაც მიმართა და პირდაპირ უთხრა, რომ მისი საქციელი სამარცხვინოა. მოქალაქემ არც ის გამორიცხა, რომ უახლოეს დღეებში მშვიდობიან აქციებში მონაწილეობისთვის დააკავონ. 

ვახტანგ გომელაურო, შენ გეუბნები პირადად, შვილების მამას, გეკითხები, არ გრცხვენია? 18-20 წლის გოგო-ბიჭების საცემრად რომ უშვებ შენს სერბერებს? შენ გეკითხები პირადად, შვილიშვილებს რას მოუყვები სიბერეში, როგორ კლავდი ადამიანებს? და იცი, რა მაინტერესებს კიდევ? ასეთი რა დედამ გაგზარდა?! და ერთი თხოვნა მაქვს ყველასთან, დღეს ან ხვალ, როცა დამიჭერენ, ერთი კოლოფი სიგარეტი ხანდახან შემომიგზავნეთ ხოლმე, რა, - ამბობს აქციის მონაწილე.