ოლიგარქი ივანიშვილის ნებით, საქართველოში სერიოზული დემოკრატიული უკუსვლაა - გალერი
ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნებით, საქართველოში სერიოზული დემოკრატიული უკუსვლაა და ეს არჩევნებზე ძალიან კარგად გამოჩნდა.
საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე, ევროპარლამენტარმა საქართველოში ჩატარებული არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებიც მოითხოვა.
საქართველოში სამწუხაროდ, ძალიან სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა შეინიშნება. ეს არის ნება ოლიგარქი ივანიშვილისა, რომელიც უკან ექაჩება და ისე აორგანიზებს ყველაფერს, როგორც ვხედავთ. ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს? გვავაქვს თუ არა პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც გამოყოფილია ოფიციალური შედეგებისგან? უნდა მივიღოთ შედეგები, რომელიც გამოცხადდა და მოცემულ ჩარჩოშიი არასამართლაიანად ითვლება, თუ იყო თუ არა აქტიური მანიპულაცია ხმების დათვლის დროს?", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ცნობისთვის, გუშინ, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოში EU ტექნიკურ მისიას გამოაგზავნის.