აქციის დაშლისას პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა

19.11.24 12:39
აქციის დაშლისას პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა

ოფიციალური ინფორმაციით, აქციის დაშლისას პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა, მაათგან 3 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

დღეს, 19 ნოემბრის დილას პოლიციამ თსუ-ს 1-ელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს. ადგილზე ამ წუთებშიც გომალაურის უწყების თანამშრომელთა უპრეცედენტო მობილიზებაა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (მუხლი 173) და წვრილმან ხულიგნობას (მუხლი 166) ედავებიან.