შემაჯამებელი ოქმის გაუქმების მოთხოვნა - საქალაქო სასამართლოში საიას და ოპოზიციის სარჩელებს განიხილავენ

19.11.24 13:43
შემაჯამებელი ოქმის გაუქმების მოთხოვნა - საქალაქო სასამართლოში საიას და ოპოზიციის სარჩელებს განიხილავენ

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში საიას და ოპოზიციური პარტიების სარჩელებს განიხილავენ. მომჩივანი მხარეები ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც კალანდარიშვილმა "ოცნებას" გამარჯვება გაუფორმა.

მოთხოვნებს შორის არის ახალი არჩევნების დანიშვნაც. მოსარჩელეები ითხოვენ, გიორგი კალანდარიშვილის და მისი მოადგილის გიორგი ჯავახიშვილის გამოკითხვასაც, თუმცა ამ უკანასკნელის შესახებ დაყენებული შეუამდგომლობა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ამის გარდა, მოსარჩეელებმა პროცესზე 10-მდე შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ არცერთი მათგანი გაითვალისწინა.

მოსარჩელეები ამბობენ, რომ სასამართლოსგან პოზიტიური მოლოდინი არ აქვთ, თუმცა საკუთარ გსააკეთებელს მაინც გააკეთებენ. 

ვეცდებით, რომ კიდევ ერთხელ მოვასმენინოთ სასამართლოს ჩვენი არგუმენტები. პოზიტიური მოლოდინი, როგორც ყოველთვის, არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ჩვენი უნდა ვცადოთ. ჩვენ დაყენებული გვაქვს ისევ ვერიფიკაციის აპარატების მოთხოვნა, რაც იყო ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი, რითაც გაყალბდა არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ დალუქეს და გადაიტანეს, ეს იგივე სახელმწიფოა, უბრალოდ, სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა შტოა, - ამბობს მოსარჩელემ სხდომის დაწყებამდე. 

ახლა მოსამართლე მხარეების დასაბუთებას უსმენს, ამის შემდეგ რეპლიკები და კითხვა-პასუხი იქნება. მოსამართლე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გამოაცხადებს.