სად არის ჩვილი, რომელიც დედას თბილისში ძალის გამოყენებით ჩამოართვეს - ოჯახი დახმარებას ითხოვს

28.08.21 13:41
სად არის ჩვილი, რომელიც დედას თბილისში ძალის გამოყენებით ჩამოართვეს - ოჯახი დახმარებას ითხოვს

ჯანდაცვის სამინისტრო "პირველებს" არ ეუბნება, ვისი საჩივრის საფუძველზე ჩამოართვეს ახალგაზრდა ქალს ჩვილი და რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაყვანა. 

უწყებაში არ პასუხობენ კითხვას ვისი მიმართვის საფუძველზე მოათავსეს მარტოხელა დედა გლდანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

ძალიან გაწონასწორებული ადამიანია, ბავშვსაც უვლიდა, ასეირნებდა. ფსიქოლოგიური პრობლემის მას არაფერი ეტყობოდა",- აცხადებს ქალის მეზობელი. 

ახალგაზრდა ქალის ოჯახი დახმარებას ითხოვს: 

ჩემს დას ვესაუბრებით სანიტრების მეშვეობით, ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს, თუმცა ითხოვს გააგებინონ, სად არის ბავშვი"- აღნიშნა ბავშვის ბიძამ.  

ხუთი თვის ჩვილი დედას მოსკოვის გამზირზე წაართვეს. ახალგაზრდას შვ-ლი სასეირნოდ პარკში ჰყავდა, როცა სოცმუშაკებმა და პოლიციამ ბავშვი ჩამოართვეს. ამ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დედა ფსიქიატრიულში მოათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, მარტოხელა დედას კონფლიქტი მეზობელთან მოუვიდა, გაბრაზებულმა მეზობელმა იჩივლა და ჯანდაცვის სამაინისტროს შეატყობინა რომ სოციალურად დაუცველი ქალი ახალშობილს ვერ უვლიდა.