სამების ეზოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკა დააზიანეს

28.08.21 13:59
სამების ეზოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკა დააზიანეს

სამების ეზოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკა დააზიანეს.  მოძრავ სატელიტურ ავტომობილს ჩაუმსხვრიეს ფანჯრები და ნათურები. პირველი არხის კუთვნილი ქონება ტაძრის ეზოში უცნობმა პირებმა ღამის საათებზე დააზიანეს, თუმცა რამდენი ადამიანი მონაწილეობდა თავდასხმაში უცნობია. დაზიანებული ავტომობილის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა დღეს დილით შეიტყვეს. სამებაში გამოიძახეს პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები.