ილიაუნის წინ ლაშა ბუღაძე საჯარო ლექციას ატარებს
ილიაუნის წინ ლაშა ბუღაძე საჯარო ლექციას ატარებს - ადგილზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ევროკავშირის და საქართველოს დროშებით არიან მისულები. ლექციის შემდეგ სტუდენტები და ლექტორები მთავარ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.
ცნობილია, რომ ოპოზიცია საზოგადოებას შემდგომ ნაბიჯებს დღეს, 19:00 საათზე გააცნობს.
ოპოზიციონერი ლიდერები საზოგადოებას მელიქიშვილის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ.