ახლა ყველამ უნდა დაივიწყოს კომფორტის ზონა, გამოვიდნენ და ერთად დავდგეთ- ნიკო ცეცხლაძე

19.11.24 17:29
ახლა ყველამ უნდა დაივიწყოს კომფორტის ზონა, გამოვიდნენ და ერთად დავდგეთ- ნიკო ცეცხლაძე

უწყვეტი პროტესტი გრძელდება - აქციას ყოველ წუთს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან. ისინი სახლში მყოფებს ქუჩაში გასვლის და ერთიანობისკენ მოუწოდებენ.

როგორც მხატვარი, ნიკო ცეცხლაძე ამბობს, ხალხი კიდევ ვერ გრძნობს, როგორი საფრთხის წინაშე დგას.

“ახლა ყველამ უნდა დაივიწყოს კომფორტის ზონა, გამოვიდნენ და ერთად დავდგეთ“, - ამბობს ის.

9 აპრილსაც კი, საბჭოთა პერიოდში, მილიცია იდგა ხალხის მხარეს, ეს კი არის რუსული ჯარი, შენაერთი, რომელიც შემოიჭრა ჩვენს ქალაქში და თავისუფალი ადამიანები დაგვარბიეს. მე მგონი, ქართველი ხალხი კიდევ ვერ გრძნობს, რა საფრთხის წინაშე ვართ, ამიტომ, ახლა ყველამ უნდა დაივიწყოს კომფორტის ზონა, გამოვიდნენ, ერთად დავდგეთ და ერთიანობით, პროცესი განვითარდება ისე, რომ ყველაფერს ექნება დასასრული“, - განაცხადა ნიკო ცეცხლაძემ.