გარდამტეხ ფაზაში შევდივართ, რეალურად ასეთი მომენტუმი ჩვენ არ გვქონია - დათა გაბუნია

19.11.24 17:38
გარდამტეხ ფაზაში შევდივართ,  რეალურად ასეთი მომენტუმი ჩვენ არ გვქონია - დათა გაბუნია

ავტორიტარული რეჟიმი ვერ ძლებს დიდხანს, ყოველგვარი ლეგიტიმაციის გარეშე, - ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე მყოფმა დათა გაბუნიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ახლა ხალხის გამძლეობაზეა ყველაფერი დამოკიდებული.

მუსიკოსი მიიჩნევს, რომ სიმშვიდით და ერთად დგომით, ხალხი მიაღწევს იმას, რაც მათ სურთ - ცივილიზებულ სამყაროს ნაწილად ყოფნა.

თვითონაც გრძნობენ, რომ რეალურად გარდამტეხ ფაზაში შევდივართ,  რეალურად ასეთი მომენტუმი ჩვენ არ გვქონია. ავტორიტარული რეჟიმი ვერ ძლებს დიდხანს, ყოველგვარი ლეგიტიმაციის გარეშე და შესაბამისად, ახლა ჩვენს გამძლეობაზეა. ჩვენ რა თქმა უნდა, სიმშვიდით და ასე მწყობრი და მდგრადი სიმშვიდით მივაღწევთ იმას, რაც ჩვენ გვინდა -  ეს არის ცივილიზებულ სამყაროს ნაწილად ყოფნა“, - განაცხადა დათა გაბუნიამ.