ძალადობა დაკავებულებზე - ადვოკატები აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ამ დრომდე ეძებენ
ძალადობა დაკავებულებზე - ადვოკატები აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ამ დრომდე ეძებენ. თუმცა მისი ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია. რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს - სამი მათგანი დიღმის იზოლატორში იმყოფება, რომლებიც ადვოკატებმა ცოტა ხნის წინ მოინახულეს.
როგორც ისინი ამბობენ, სამივე მათგანს ძალადობის კვალი აღენიშნება, დაზიანებები საკმაოდ თვალსაჩინოა, რაც ცხადჰყოფს იმას, რომ სამართალდამცველებმა მათ უფლება-მოსილებას გადააჭარბეს და მაქსიმალური ძალა და სისასტიკე გამოიყენეს.
სამივე მათგანი არის ნაცემი, სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ, მათზე დაკავების დროს განხორციელდა დ~გადამეტებული ძალის გამოყენება, ასევე არის პირის, რომელსაც მანქანაში ყოფნის დროს დაარტყეს და ეს კვალი ნათლად ჩანს. ამ ეტაპზე, ველოდები ერთი პირის ადგილ-სამყოფელის დადგენას, აქამდე ვერ შევძელით, მიუხედავად იმის, რომ გვეუბნებიან კონკრეტულ იზოლატორს, სადაც უნდა იყოს განთავსებული, თუმცა იზოლატორში ამბობენ, რომ იქ არ არის“, - ამბობს ნესტან ლონდარიძე.
დაკავებულების მხრიდან სამართალდარღვევის ფაქტი არ არსებობს, დაკავებები მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ ადამიანები დააშინონ“- ამბობს ლაშა ტყეშელაძე.
საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დაშლის ოპერაცია ნოემბერს, დილის 07:00 საათზე დაიწყო.
პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მომიტინგეებისგან გაათავისუფლა, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.