ძალის დემონსტრირება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ - სასტიკი დარბევის ქრონოლოგია
მოქალაქეების წინააღმდეგ სპეცოპერაცია "ქართული ოცნების" საპოლიციო რაზმმა გამთენიისას დაიწყო. დილის 5 საათზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და პოლიციის თანამშრომლები ვაკის პოლიციასა და კორტების ტერიტორიაზე მოაბილიზეს. კორტების უკანა მხარეს სპეციალური დანაყოფების ბაზა განალაგეს, ხოლო პოლიციის ეზოში წყლის ჭავლის მანქანები ჩააყენეს. სწორედ ავალიშვილის ქუჩის გავლით დაიწყო სპეცდანაყოფების მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირზე.
ივანიშვილის გუნდმა პროტესტი და დედაქალაქის ცენტრში გაშლილი კარვები 35 საათიც ვერ აიტანა. დილის 6 საათზე ჭავჭავაძის გამზირზე სპეცდანაყოფები პროტესტის ეპიცენტრისკენ დაიძრნენ. ასობით რობოკოპი სპეცაღჭურვილობით გამოიყვანეს რამდენიმე ასეული პროტესტის მონაწილის წინაღმდეგ. სპეცოპერაციას პირადად ადგილიდან აკონტროლებდა განსაკუთრებული საისასტიკით ცნობილი სპეცრაზმის სანქცირებუილ შეფი "ხარება", იგივე ზვიად ხარაზიშვილი.
სპეცრაზმი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დაბანკადა, ხოლო ხარება პროცესებს კაფე "კოფისტადან" მართავდა. ის სპეცრაზმელების ალყაში იყო მოქცეული. "პირველების" კამერის გამოჩენის შემდეგ, სპეცრაზმის სამიზნე ჩვენი გადამღები ჯგუფი გახდა.
ვრცლდა ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.