ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იხსნის ჩვენს სულებს სიკვდილისგან - მეუფე შიო

28.08.21 14:55
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იხსნის ჩვენს სულებს სიკვდილისგან - მეუფე შიო

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იხსნის ჩვენს სულებს სიკვდილისგან, ამას გვასწავლის დღევანდელი დღესასწაული - ამის შესახებ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ყოველი ჩვენგანის ზეციური დედა, ჩვენი ნუგეშისმცემელი და შემწე ცხოვრებისეული ჯვრის ტვირთვაში,  მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა მისი სიყვარული, ის იხსნის ჩვენს სულებს სიკვდილისგან, ამას გვასწავლის დღევანდელი დღესასწაული და წმინდა ეკლესია, – თქვა მაღალმა იერარქმა. 

მისი თქმით, როგორც არასდროს, ამ დღეს ვგრძნობთ ღვთისმშობლის სიახლოვესა და მის მფარველობას.

დღეს ვლოცულობთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, ერის გამთლიანებისთვის, რა თქმა უნდა, დღეს, განსაკუთრებით ვლოცულობთ სნეულთათვის"- თქვა მან.