ნადირობა აქტივისტებზე - დაკავებულების უდიდესი ნაწილი სასტიკად ნაცემია
დამკვირვებელი, რომელმაც არჩევნების დღე გაყალბების არა ერთი ფაქტი აღმოაჩინა, პოლიციამ სამიზნეში აქციის დაშლის პირველივე წუთიდან ამოიღო. საბა სხვიტარიძე, თმით ათრიას, ყელში უჭერდნენ და მელიქიშვილის გამზირიდიან იმ დროს გაიტაცეს, როდესაც მსვლელობა არაძალადობრივ ხასიათს ატარებდა და მოქალაქეები ჩუმად იდგნენ.
საბა სხვიტარიძე ნაცემია, ისევე როგორც 19 დაკავებულის უდიდესი ნაწილი. სამაგალითოდ დასაჯეს "მთავარი არხის" ოპერატორი სერგი ბარამიძე. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც პოლიცია ჯერ მის მოხრჩობას ცდილობდა, შემდეგ კი დაკავებამდე მძიმე დაზიანებები მიაყენს. სერგი ბარამიძე ნაცემია.