არცერთი აცრილი არ ყოფილა - მორიგი ოჯახური ტრაგედია
კორონავირუსის დელტა შტამით დედა-შვილი გარდაიცვალა. 31 წლის კობა ჯაშოიანი და 54 წლის ნონა ემირიძე ბათუმის საავადმყოფოს რეანიმაციაში მკურნალობდნენ. ბოლო ათი დღე ინფიცირებული პაციენტები ექიმებს მართვით სუნთქვაზე ჰყავდათ.
მედიკოსების ინფორმაციით, არცერთი აცრილი არ ყოფილა. ორივე მათგანი მკურნალობას კლინიკა "ბაუს" რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.
54 წლის ქალი ბათუმის ერთ-ერთი კოლეჯის ლექტორი იყო.