პოლიციამ უკან დაიხია - აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე დაბრუნდნენ
დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ მელიქიშვილის გამზრირზე. აქციის ეპიცენტრში სამართალდამცველები ახალი ჯგუფი შეიყვანეს, თუმცა პოლიციას უკან დახევა მოუწია. პროტესტის მონაწილეებს სამართალდამცველები ტერიტორიის სრულად ათვისების საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა ხალხის სიმრავლის გამო, მათ ამის გაკეთება მაინც მოუწიათ. მოქალაქეებმა გომელაურის რაზმის წევრები შესაძახილებით გააცილეს.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში ისევ ჭავჭავაძის გამზირზე იმ ადგილას მივიდნენ, სადაც გამთენიისას დარბიეს.
ჩვენ დილითვე ვთქვით, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდით იმ ადგილას, საიდანაც ძალადობით გამოგვიყვანეს. მივდივართ, ვიდგებით ერთად. ხედავთ, რამდენი ხალხია, კიდევ მოდიან, კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით. საპროტესტო ტალღა იზრდება, - ამბობს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძე.
მსგავსი სიახლეები
"ზუსტად ვიცი, რომ დამინახა" - ბაია პატარაია ირაკლი კობახიძეზე და აშშ-ის საელჩოში მის პერფორმანსზე
ბაია პატარაია საელჩოში, სადაც შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე აღინიშნებოდა, რომელსაც "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ, პიჯაკზე წარწერით მივიდა: "თავსიუფლება სინდისის პატიმრებს"