უწყვეტი პროტესტი - ჭავჭავაძის გამზირი ავტომობილებით ჩახერგეს
უწყვეტი პროტესტი გრძელდება - აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირი ავტომობილებით ჩახერგეს.
ამ დროისთვის, მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი და კეკელიძის ქუჩა პარალიზებულია და მოძრაობა შეუძლებელია.
ეროვნული ბანკის ყოფილი დირექტორი, გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ ბრძოლა ამ ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის არ შეწყდება არასდროს.
ჩვენი ბრძოლა ამ ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის არ შეწყდება არასდროს. ვიდრე, არ დასრულდება ოლიგარქიული რეჟიმი, არ ჩანაცვლდება ევროპული კოალიციური მმართველობით და საქართველო არ გაწევრიანდება ევროკავშირში“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.