ვინც იპრანჭებოდა და არ იცრებოდა იმათმა დაიწყეს აცრა - მეუფე იაკობი

28.08.21 15:08
ვინც იპრანჭებოდა და არ იცრებოდა იმათმა დაიწყეს აცრა - მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი მსოფლიოში გავრცელებულ ვირუსს ბიოლოგიურ იარაღად მოიხსენიებს.

სასულიერო პირმა ვაქცინაციის თემაზე დაწყებულ დაპირისპირებას სამწუხარო უწოდა. 

მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის ბიოლოგიური იარაღი კაცობრიობის წინააღმდეგ. დღეს, რომ პანდემიას ვეძახით, როცა დაიწყო ეს, მაშინ მსოფლიოში ომებიც მიდიოდა, ბევრი რამ ხდებოდა, მაგრამ უცებ დაიკეტა მსოფლიო. ზოგიერთმა ამაქვეყნისამან, იციდა რასთან გვქონდა საქმე. 

ვინც აიცრა და სხვას ეჩხუბება, რატომ არ აიცერიო, იმას რა აწუხებს?! ხომ აიცრა თვითონ, ზოგადსაკაცობრიო იმაზე არ დამიწყონ ლაპარაკი, რომ სხვაზე ზრუნავენ... აიცრა და შენ დაავადებული კაციც ვერ დაგავაადებს. ვინც არ აიცრა, იმან იცის, რომ შეიძლება, დაავადეს. ამიტომ დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი ავადდება, შეხედეთ რა ხდება? - ვინც მაპატიეთ და იპრანჭებოდა,   და არ იცრებოდა იმათმა დაიწყეს აცრა, ვისაც არ უნდოდა, ის მაინც არ აიცრება. ამიტომ ერთმანეთი არ უნდა დავჭამოთ"- თქვა მან.