არჩევნები მოპარულია, გაყალბებულია და ვიცავთ ჩვენ ხმებს - მაია დარსმელიძე

19.11.24 22:41
არჩევნები მოპარულია, გაყალბებულია და ვიცავთ ჩვენ ხმებს - მაია დარსმელიძე

ოცნება დასრულებულია - ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე მყოფმა მუსიკოსმა, მაია დარსმელიძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს განუცხადა და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანი, რომელიც დღეს ქუჩაში დგას, არის სიმართლის მხარეს, რადგან ისინი მოპარულ ხმებს იცავენ.

დარსმელიძე ამბობს, რომ „ოცნებას“ თავიდან ბოლომდე ყველაფერი გაყალბებაზე აქვს აწყობილი.

არჩევნები მოპარულია, გაყალბებულია და ვიცავთ ჩვენ ხმებს. თავიდან ბოლომდე ყველაფერი აქვთ გაყალბებაზე აწყობილი, თავიანთი ყალბი ტელევიზიით, ყალბი სიუჟეტებით, მარსისკენ აწეული დრონით. რა ცოტა ხალხზე ღადაობენ ქოცები, რომლებმაც თბილისი წააგეს,  ყველა დიდი ქალაქი წააგეს და საკუთარ აქციაზე ხალხის რეგიონებიდან დაშინებით, მუქარით, შანტაჟით და მოსყიდვით გამოჰყავთ. 

ჩვენ ყველა მართლები ვართ, რადგან ყველა ვდგავართ სიმართლის მხარეს და ვიცავთ ჩვენ ხმებს“, -  მაია დარსმელიძე.