"ოცნებას" თავისუფალი ადამიანები არ უყვარს, ესენი ბოროტების მოციქულები არიან - გია ბუღაძე

19.11.24 22:54
"ოცნებას" თავისუფალი ადამიანები არ უყვარს, ესენი ბოროტების მოციქულები არიან - გია ბუღაძე

 

 

ამათ (ოცნებას) თავისუფალი ადამიანები არ უყვართ, ესენი ბოროტების მოციქულები არიან, - ამის შესახებ მხატვარმა, გია ბუღაძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

ბუღაძე კმაყოფილებას არ მალავს იმის გამო, რომ საზოგადოება ფხიზლადაა.

“ჩვენ საზოგადოებას არ სძინავს“, - ამბობს ის.

ჩვენ საზოგადოებას არ სძინავს. გვაქვს საშუალება, რომ ახალი მუხტით და ენერგიით დავიბრუნოთ ის იმპულსი, რომ მოვაშოროთ ეს “ქოცობა“აქედან. ეგენი მოღალატეები, გამყიდველები და თაღლითები არიან. ვერ მოითმინეს, დღეს მაინც დაარბიეს. სულ ვამბობდი, რომ ჩვენ არ უნდა დავშალოთ ეს კარვები, მაგათ უნდა დაშლონ, რომ ბოლომდე მოიჭრან თავი. ამათ ხომ თავისუფალი ადამიანები არ უყვართ, ესენი ხომ ბოროტების მოციქულები არიან. არ ვიცი რა გეგმები აქვთ საბოლოოდ, ჩვენ კი გვაქვს გეგმა, გვიყვარს ქვეყანა, არ ვუღალატებთ და გავიმარჯვებთ“, - ამბობს ბუღაძე.