სტუდენტებმა თსუ-ის ფანჯრებიდან საქართველოს და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს
სტუდენტებმა, რომლებიც ცოტა ხნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევიდნენ, ფანჯრებიდან საქართველოს და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.
ცოტა ხნის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები შევიდნენ - ახალგაზრდები თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.
მათი თქმით, რექტორმა მათ სასწავლებლის კარი ჩაუკეტა და თსუ სპეცრაზმელების შტაბად აქცია.
რამდენიმე სტუდენტი ამ წუთებში ჯაბა სამუშიას სამუშაო კაბინეტის წინ ზის და პროტესტს გამოხატავს.
ადგილზე მანდატურის სამსახურთან ერთად პოლიციაცაა მობილიზებული.