კორონავირუსმა გლდანის ციხეში იფეთქა - ინფიცირებულია 50 მსჯავრდებული
კორონავირუსმა გლდანის ციხეში იფეთქა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 50 მსჯავრდებულია დაავადებული.
ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი "პირველებს" ანონიმურად უყვება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კოვიდით ინფიცირებულ პატიმართან ერთად იხდის სასჯელს.
ამასთან მძიმე ვითარებაა ქუთაისის ციხეებშიც - ცოტახნის წინ ჩვენმა რეპორტიორმა თბილისში, კლინიკა "ვივა მედის" ჰოსპიტალთან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მანქანები გადაიღო. პატიმრები რეგიონებიდან გადმოჰყავთ.