ზელენსკი სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ეხმაურება

20.11.24 12:34
ზელენსკი სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ეხმაურება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილს სოლიდარობისთვის.

 „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ მშვიდობიან და აყვავებულ მომავალს ორივე ერისთვის“, — პასუხობს ზელენსკი X-ზე საქართველოს პრეზიდენტს.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მე-1000 დღეს სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელი ხალხისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა.

„თქვენ იბრძვით ჩვენი სახელით, ევროპელის სახელით, ყველას სახელით, ვისაც სურს საკუთარი თავისუფლება დაიცვას რუსული იმპერიალიზმისგან“, — ამბობს ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში.